VIN კოდის შემოწმება
ჩაწერე 17 სიმბოლო და ნახე, რას ნიშნავს.
17 / 17
- რეგიონი
- აშშ
- მწარმოებელი
- Mercedes-Benz
- მოდელის წელი
- 2018
- საკონტროლო ციფრი
- 5 · ემთხვევა
მოდელს, ძრავას და ძარას აპი გეტყვის, NHTSA vPIC-ის ბაზით.
სად წერია VIN?
საქარე მინის ქვედა კუთხეში, კარის ჩარჩოზე და ტექპასპორტში. სამივეგან ერთი და იგივე უნდა ეწეროს.
1საქარე მინა
4JGDA5HB5JB123456
2კარის ჩარჩო
4JGDA5HB5JB123456
3ტექპასპორტი
VIN4JGDA5HB5JB123456
ფოტოთი, აკრეფის გარეშე
აპში VIN-ს ფოტოს გადაუღებ და ტელეფონი თვითონ წაიკითხავს: მარკას, მოდელს, წელს და ძრავას. ინტერნეტის გარეშეც.

აუქციონის ჩანაწერი
ამერიკული აუქციონის ჩანაწერი: რა დაზიანდა, რა საბუთი აქვს და როდის. ბაზა სრული არაა: „ვერ ვიპოვე“ არ ნიშნავს „ავარიაში არ ყოფილა“.
რას ვერ გაიგებ VIN-ით
რაც არ ვიცით, არ ვიგონებთ.
- ვისია მანქანა. ეს ცნობა მხოლოდ ავტორიზაციით გაიცემა.
- ჯარიმები. ამისთვის პირადი ნომერია საჭირო და ჩვენ მას არ გეკითხებით.
- ნომრით ძებნა. ქართული ნომრების საჯარო ბაზა არ არსებობს.
აპში
უფასოVIN-ის წაკითხვა უფასოა და ულიმიტო. აუქციონის ჩანაწერი VINARI+ გამოწერითაა.

ხშირი კითხვები
VIN რა არის?
მანქანის 17-სიმბოლოიანი საიდენტიფიკაციო ნომერი. პირველი სამი მწარმოებელს ნიშნავს, მე-10 მოდელის წელს, ბოლო ექვსი სერიულ ნომერს.
სად ვნახო VIN?
საქარე მინის ქვედა კუთხეში, მძღოლის მხარეს, კარის ჩარჩოზე და ტექპასპორტში.
VIN-ის შემოწმება უფასოა?
კი. აპში VIN-ის წაკითხვა უფასოა და ულიმიტო. აუქციონის ჩანაწერი VINARI+ გამოწერითაა.
მანქანის შემოწმება ნომრით შეიძლება?
არა. ქართული ნომრების საჯარო ბაზა არ არსებობს, ამიტომ ამას ვერავინ გააკეთებს. მანქანა VIN-ით ან ხელით ემატება.
იაპონური მანქანის ძარის ნომერს იღებს?
კი, აპი იაპონური მანქანის ძარის ნომერსაც იღებს.
ინტერნეტი სჭირდება?
არა. VIN ტელეფონშივე იკითხება, ინტერნეტის გარეშეც.
სხვა თემები
წყარო: NHTSA vPICგანახლდა 2026 წლის 31 ოქტომბერს