ნავიგაცია ქართულად
ორი ქართული ხმა და საქართველოს რუკა, ინტერნეტის გარეშე.
ინტერნეტის გარეშე
რუკა, ძებნა, მარშრუტი და ხმა ტელეფონშივეა. მთაშიც წაგიყვანს, სადაც სიგნალი არ არის.
რას გეტყვის
მოსახვევს, ზოლს, წრის გასასვლელს და სიჩქარის კამერას, სადაც რუკამ იცის.

რას ვერ ხედავს
მისვლის დროს ამ საათის ჩვეული საცობით ითვლის და გზაში ასწორებს.
- ცოცხალი საცობი. მისვლის დრო ამ საათის ჩვეული საცობით ითვლება.
- საქართველოს გარეთ. ნავიგატორი მხოლოდ საქართველოს გზებზე მუშაობს.
აპში
ნაწილი უფასოაორივე ხმის მოსმენა და პირველი მგზავრობა უფასოა. მერე ულიმიტოდ, VINARI+ გამოწერით.

ხშირი კითხვები
ნავიგატორს ინტერნეტი სჭირდება?
არა. საქართველოს რუკა, ძებნა, მარშრუტი და ხმა ტელეფონშივეა. მუშაობს მხოლოდ საქართველოს გზებზე.
რომელი ხმებია?
ორი ქართული ხმა: ნელსონი, მშვიდი და ცოტა ხუმარა, და ალისა, თბილი და მზრუნველი.
CarPlay-ზე მუშაობს?
კი, iPhone-ით. CarPlay-იან მანქანაში რუკა და ყოველი მოსახვევი მანქანის ეკრანზე ჩანს, ხმა კი მანქანის დინამიკებიდან ისმის.
საცობს ხედავს?
ცოცხალ საცობს ვერ ხედავს. მისვლის დროს ამ საათის ჩვეული საცობით ითვლის და გზაში ასწორებს.
ფასიანია?
ორივე ხმის მოსმენა და პირველი ნამდვილი მგზავრობა უფასოა. მერე ულიმიტოდ, VINARI+ გამოწერით.
Android-ზე მუშაობს?
კი. ქუჩის სახელები და რამდენიმე გაფრთხილება ჯერ მხოლოდ iPhone-ზეა.
სხვა თემები
წყარო: OpenStreetMapგანახლდა 2026 წლის 31 ოქტომბერს

