განბაჟების კალკულატორი
წელი და ძრავა ჩაწერე, თანხას ლარში ნახავ.
ჯამი დღეს
3 610₾
- აქციზი
- 3 000 ₾
- საბაჟო გადასახადი
- 130 ₾
- მოსაკრებლები
- 480 ₾
1 იანვრიდან9 615 ₾
+6 005 ₾1 იანვრამდე 62 დღე
rs.gers.ge-ს კალკულატორს 29 შემთხვევიდან 29-ში დაემთხვა.
როგორ ითვლება განბაჟება?
სამი ნაწილია: აქციზი, საბაჟო გადასახადი და 480 ₾ მოსაკრებელი. აქციზს ძრავის მოცულობა და მანქანის ასაკი წყვეტს.
- შეფასება
- 150 ₾
- დეკლარაცია
- 50 ₾
- ექსპერტიზა
- 30 ₾
- ტრანზიტი
- 50 ₾
- მოწმობა
- 100 ₾
- ნომერი
- 80 ₾
- დათვალიერების აქტი
- 20 ₾
მოსაკრებლები ჯამში480 ₾
რატომ ძვირდება 1 იანვარს?
1 იანვარს ყველა მანქანას ერთი წელი ემატება. 7 წლის მანქანაზე აქციზი 1 სმ³-ზე 1.5 ₾-იდან 4.5 ₾-მდე იზრდება.
აქციზი 1 სმ³-ზე · ასაკი
| ძრავა | დღეს | 1 იანვრიდან |
|---|---|---|
| 1.5 ლ | 2 828 ₾ | 7 331 ₾ |
| 2.0 ლ | 3 610 ₾ | 9 615 ₾ |
| 2.5 ლ | 4 392 ₾ | 11 899 ₾ |
| 3.0 ლ | 5 175 ₾ | 14 182 ₾ |
| 2.0 ლჰიბრიდი | 1 810 ₾ | 9 615 ₾ |
ჰიბრიდი, ელექტრო, მარჯვენა საჭე
ოთხი შემთხვევა, როცა აქციზი სხვაგვარად ითვლება.
აპში
VINARI+აპში იგივე ფორმულაა, ინტერნეტის გარეშე, და 1 იანვრამდე დღეებს გითვლის. კალკულატორი VINARI+ გამოწერითაა.

ხშირი კითხვები
რისგან შედგება განბაჟება?
სამი ნაწილისგან: აქციზი, საბაჟო გადასახადი და მოსაკრებლები. მოსაკრებლები ჯამში 480 ₾-ია (შეფასება, დეკლარაცია, ექსპერტიზა, ტრანზიტი, მოწმობა, ნომერი და დათვალიერების აქტი).
რატომ ძვირდება განბაჟება 1 იანვარს?
მანქანის ასაკი დეკლარაციის და გამოშვების წლების სხვაობაა, ამიტომ 1 იანვარს ყველა მანქანას ერთი წელი ემატება. საბაჟო ოდნავ იზრდება, 7 წლის გახდომისას კი აქციზი 1 სმ³-ზე 1.5 ₾-იდან 4.5 ₾-მდე იზრდება.
ჰიბრიდს რა განბაჟება აქვს?
7 წლამდე მარცხენასაჭიან ჰიბრიდს აქციზი 60%-ით ნაკლები აქვს. 7 წლიდან ან მარჯვენა საჭით ეს შეღავათი ქრება.
მარჯვენასაჭიანი რატომ ჯდება ძვირი?
მარჯვენასაჭიანზე აქციზი სამმაგდება. მაგალითად, 2014 წლის 2.0 ლ მანქანის განბაჟება მარჯვენა საჭით 27 640 ₾-ია, მარცხენით კი 9 640 ₾.
ელექტრომობილის განბაჟება რამდენია?
მარცხენასაჭიან ელექტრომობილზე აქციზი და საბაჟო 0 ₾-ია, იხდი მხოლოდ 480 ₾ მოსაკრებელს. მარჯვენასაჭიანზე აქციზი 3 000 ₾-ია.
რამდენად ზუსტია?
ფორმულა rs.ge-ს კალკულატორს 29 შემთხვევიდან 29-ში დაემთხვა. საბოლოო თანხას საბაჟო ადგენს.
სხვა თემები
წყარო: rs.geგანახლდა 2026 წლის 31 ოქტომბერს